მადრიდის რეალი პრესტიჟულ ევროპულ ტურნირს გამოეთიშა. სამეფო კლუბმა სახლში იუვენტუსის დამარცხება ვერ შეძლო. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა. ანგარიში 23-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით რონალდუმ გახსნა, რასაც ტურინელებმა 57-ე წუთზე მორატის გოლით უპასუხეს. ორი მატჩის გამში (2:1, 1:1) ფინალში ტურინის იუვენტუსი გავიდა. ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოსაპოვებლად ტურინელები კატალონიურ ბარსას დაუპირისპირდებიან.