ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ტურნირი შეაჩერა. ამის მიზეზი საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციის გაყიდვის შესახებ მიღებული კანონმდებლობა გახდა, რომელიც ფედერაციას არ აკმაყოფილებს. ესპანური ფეხბურთის თავკაცების განცხადებით, ხელისუფლებასთან 3-თვიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის, ფედერაცია დიალოგზე უარს ამბობს.