ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბარსელონამ ბავარია გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. კატალონიელებმა მიუნჰენელებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. 77-ე და 80-ე წუთებზე დუბლი კატალონიელთა ლიდერმა მესიმ გაიფორმა, დამატებით დროში კი ნოიერის კარი ნეიმარმა დალაშქრა. განმეორებითი შეხვედრა მიუნჰენში 12 მაისს გაიმართება.