ხოსეპ გვარდიოლა თავის შეგირდებს დღებს ყოფილ კლუბს დაუპირისპირებს. ბავარია დღეს გასვლით შეხვედრას კამპ ნოუზე გამართავს. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანელები კატალონიურ ბარსელონას დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ბარსას შანსებზე კატალონიელთა ლიდერმა ლეონელ მესიმ ისაუბრა. "ვიცი, რომ ბავარიას ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება, მაგრამ ისეთი კლუბისთვის, როგორიც ბავარიაა, ეს სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, გვარდიოლა ჩვენს თამაშს კარგად იცნობს. მასთან ერთად ჩვენ ყველა პრესტიჟული ტიტული მოვიპოვეთ,"-აღნიშნა მესიმ.