აფრიკის ყველაზე მდიდარ ადამიანს ლონდონის არსენალის ყიდვა სურს. კლუბთან მოლაპარაკებას ალიკო დანგოტე 5 წლის წინაც მართავდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. 58 წლის დანგოტეს ქონება დღეისათვის 15,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მილიარდერი იმედოვნებს, რომ ღირსეულ ფასად ლონდონური კლუბის შეძენას შეძლებს.