მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთის მტკიცებით, ფიფაში სრული ანარქიაა, რაშიც დამნაშავე ორგანიზაციის პრეზიდენტი იოზეფ ბლატერია. "საფეხბურთო სამყაროში ყველამ კარგად იცის იმ ანარქიის შესახებ, რაც დღეს ფიფაშია. ბლატერს კი ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ამიტომ, მე მხარს პრეზიდენტის პოსტზე იორდანიის პრინცს, ალი ბინ ალ-ჰუსეინს ვუჭერ,"-აღნიშნა მარადონამ. ფიფას პრეზიდენტის არევნები ციურიხში 29 მაისს გაიმართება.