მანჩესტერ იუნაიტეტის თავდამსხმელს, რობინ ვან პერსის თერთმეტმეტრიანების დარტყმის უფლება ჩამოართვეს. ამის მიზეზი ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურში ვესტ ბრომვიჩთან გაცუდებული პენალტი გახდა. შეხვედრის 74-ე წუთზე მეტოქის კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ვან პერსიმ ვერ შეძლო. ამის გამო მანჩესტერელებმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით წააგეს. მანამდე კლუბის მთავარმა წვრთნელმა გაცუდებული პენალტების გამო თერთმეტმეტრიანების შესრულება უეინ რუნის აუკრძალა.