მილანის მთავარი მწვრთნელი გუნდში არსებული კრიზისის მიუხედავად, კლუბიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ფილიპო ინძაგიმ სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ვამაყობ იმით, რომ მილანის მწვრთნელი ვარ. კლუბში მუშაობას ვაგრძელებ და ვიმედოვნებ, რომ უკეთეს შედეგს მივაღწევ,"-აღნიშნა ინძაგიმ. მილანმა იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტური წარუმატებლად გაიარა და ნაპოლისთან 3 უპასუხო ბურთი გაუშვა. ამჟამად მილანი სატურნირო ცხრილში 10-ე ადგილს იკავებს.