არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერი მამა კიდევ ერთხელ გახდება. ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო მეორე ბავშვს ელოდებიან. „მოუთმენლად ველოდებით შენს ამ ქვეყნად მოვლინებას. ტიაგოს, დედას და მე ძალიან გვიყვარხარ!“-წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. 28 წლის ანტონელამ მესის პირველი ვაჟიშვილი 2 წლის წინ გაუჩინა. მას ტიაგო დაარქვეს.