უბედური შემთხვევა ბელგიაში. საფეხბურთო კლუბ "ლოკერენის" ცენტრალურ მცველს, გრეგორი მერტენსს გული გაუჩერდა. შეხვედრის 25-ე წუთზე ის მოულოდნელად მოედანზე დაეცა. მსაჯმა შეხვედრა მომენტალურად შეაჩერა და ექიმებს მიუხმო. ფეხბურთელი გენკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სარეანიმაციო პროცედურები ჩაუტარდა. ამჟამად ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.