ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ოსკარი საავადმყოფოში მოხვდა. არსენალთან შეხვედრაში მან მძიმე ტრავმა მიიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში ის ლონდონელთა გოლკიპერს, დავიდ ოსპინს შეეჯახა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუხდა. ოსკარი დიდიენ დროგბამ შეცვალა. ლონდონური დერბი ნულოვანი ფრით დასრულდა.