ლიონმა საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტური წარმატებით გაიარა. ჩემპიონატის ლიდერებმა რეიმსი დიდი ანგარიშით, 4:2 დაამარცხეს. ლიონელთა შორის თავი ტოლისომ, ლაკაზეტმა და ნჟიემ გამოიჩინეს. რეიმსელმა ტაკალფრედმა კი მე-4 ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მასპინძლებმა ორი გოლის გაქვითვა შეძლეს. გოლები ლიონის კარში პიოჟემ და შარბონიემ გაიტანეს.