საკადრო ცვლილებები ალბათ იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისი თქმით, შესაძლოა, სამინისტროს თანამშრომლებმა მასთან მუშაობა არ ისურვონ.
„საკადრო ცვლილებები ალბათ იქნება. ადამიანებმა შეიძლება ჩემთან მუშაობა არ ისურვონ,“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილმა დავით შავლიაშვილი შეცვალა. შავლიაშვილმა პრემიერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომის თხოვნით მიმართა. ნოდარ ჯავახიშვილს ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობდა ეკავა.