ლოს-ანჟელეს კლიპერი NBA-ს პლეი-ოფის პირველ რაუნდში დამარცხდა. კალიფორნიელებმა საკუთარ მოედანზე სან-ანტონიო სპერსთან წააგეს. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 111:107 დასრულდა. სან-ანტონიოს რიგებში გამორჩეული იყო ტიმ დენკანი, რომელმაც 28 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.