ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები სიურპრიზების გარეშე დასრულდა. მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკო დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა. პირველი მადრიდული დერბი გასულ კვირას ნულოვანი ფრით დასრულდა. მეოთხედფინალური ეტაპი წარმატებით დაძლია იუვენტუსმაც. იტალიელებმა მონაკოსთან შეხვედრა გოლების გარეშე დაასრულეს და ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგით (1:0) ნახევარფინალში გავიდნენ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალსა და იუვენტუსთან ერთად ბარსელონა და ბავარიაც იასპარეზებენ. კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში ხვალ გაიმართება.