რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონ სოფელ ფიჩორის და მეორე ოტობაიას მცხოვრებლები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმართულების კორდინატორმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
"ჩვენი ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა მიკროავტობუსი დააკვეს, სადაც 10-12 ადამიანი იმყოფებოდა. დაკავებულები სოფელ ფიჩორის და მეორე ოტობაიას ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებიც ოკუპანტებმა გალში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია", - განაცხადა კილანავამ.
მისივე თქმით, დაკავებულებს სავარაუდოდ ჯარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლებენ.