დღეს, 21 აპრილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4,5-კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას, ასევე ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე სისტემების აღდგენისა და საგზაო ნიშნების მოწყობით სამუშაოებს ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "სერპანტინი" ასრულებს. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3 მლნ 171 ათას ლარს შეადგენს. ცნობისთვის, ნეკრესის მონასტერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრია. კომპლექსი ყვარლის რაიონში მდებარეობს.