საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 31 მარტის მონაცამებით, 6 160 993 000 ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს მონაცამებით, თებერვლის მოლოს ეს მაჩვენებლი 5 893 054 000 ლარი იყო, ხოლო 2009 წლის მარტის ბოლოს - 4 697 281 000 ლარი.
მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ვალი მარავალმხრივი კრედიტორების მიმართ 4 31 566 000 ლარია. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია - 1 958 533 000 ლარი, საერთაშორისო სავალუტი ფონდი - 1 705 556 000 ლარი.
ორმხრივი კრედიტების მიმართ კი, საქართველოს მთლიანობაში 956 471 000 ლარის ვალი აქვს. ევრობონდების ვალი კი - 874 700 000 ლარზე ფიქსირდება.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები 8 256 000 ლარს შეადგენს.