ლივერპულის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი რასისტული ნიშნით მიმდინარე სეზონზე 4 ათასჯერ შეურაცხყვეს. საგანგაშო სტატისტიკას რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი Kick It Out აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, რასისტული განცხადებები ძირითადად სოციალურ ქსელებში კეთდება. არანაკლებ აგრესიას სოციალური ქსელების მომხმარებლები არსენალის ფორვარდის, დენი უელბეკისა და ლივერპულის თავდამსხმელის, დენიელ სტარიჯის მიმართაც იჩენენ. ისინი მიმდინარე სეზონზე სოციალურ ქსელებში 1600-ჯერ შეურაცხყვეს.