"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს იპოთეკურ სესხებზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
როგორც ~საქართველოს ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეიდან მომხმარებლებს მშენებარე კომპლექსში ბინის შესაძენად შესაძლებლობა ექნება ~საქართველოს ბანკში~ იპოთეკური სესხი საბანკო გარანტიით, 20 პროცენტიანი თანამონაწილეობით მიიღოს. მშენებლობის დასრულებამდე საპროცენტო განაკვეთი სესხზე 4 პროცენტი იქნება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, საპროცენტო განაკვეთი სტანდარტული იქნება. ლარში მიღებული იპოთეკურ სესხზე ~საქართველოს ბანკში~ საპროცენტო განავეთი 15%-ს შეადგენს.
~თუ გარანტიაში მითითებულ ვადებში მშნებლობა ვერ დასრულდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თანხა უკან გამოითხოვოს, მას დაუბრუნდება უძრავი ქონების შეძენისთვის გადახდილი თანამონაწილეობისა და იპოთეკური სესხის ძირის დასაფარად გადახდილი თანხა~, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
სპეციალური შეთავაზება იპოთეკურ სესხზე რამდენიმე სამშნებლო კომპანიის მშენებარე პროექტებზე ვრცელდება - კომპანია ~კალასი~-ს კომპლექსზე ~ვაკე პალასი~; სამშენებლო კომპლექსი - ~ოლიმპიური ვარსკვლავი~; ასევე ~ტიფლის დეველოპმენტის~ პროექტები ~ტიფლის საბურთალო~, აკურისა და ალექსიძის ქუჩებზე და ~სახლი მტკვარზე~.
ირაკლი გილაურის განცხადებით, პროექტების სია, რომლებზეც სპეციალური შეთავაზება გავრცელდება, გაფართოვდება.
საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორის განმარტებით, მოსახლეობას გარკვეული მიზეზების გამო მშენებარე პროექტების ნდობა დაკარგული აქვს, თუმცა, არსებობს რამდენიმე საიმედო პროექტი, რომელიც ფინანსდება და აუცილებლად დასრულდება.
მისი თქმით, ~საქართველოს ბანკის~ 1 აპრილიდან იპოთეკურ სესხზე გაკეთებულმა კიდევ ერთმა შეთავაზებამ აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა 50 პროცენტით გაზარდა, აპრილში გაცემული იპოთეკური სესხი სავარაუდოდ, 10 მლნ ლარს მიაღწევს. თებერვლიდან კი, ~საქართველოს ბანკმა~ 26 მლნ ლარამდე იპოთეკური სესხი უკვე გასცა.
რაც შეეხება ~საქართველოს ბანკის~ მსგავს აქტიურობას იპოთეკურ ბაზარზე, გილაურის განმარტებით, ბინების დაბალ ფასს უკავშირდება. დაბალ ფასის პირობებში ბანკი იპოთეკას უფრო გაბედულად აფინანსებს.