პარი სენ ჟერმენისა და შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერს, ზლატან იბრაგიმოვიჩს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაუწესეს. ამის მიზეზი საფრანგეთის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება გახდა. 29 მარტს ბორდოსთან წაგების გამო მსაჯებზე განაწყენებულმა იბრაგიმოვიჩმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი "ნაგავი ქვეყანაა" და ისეთ გუნდს, როგორიც პარი სენ ჟერმენია, არ იმსახურებს. მოგვიანებით ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოუხდა, თუმცა სანქციები მის წინააღმდეგ მაინც ამოქმედდა.