ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეგუ პოლიციამ პირდაპირ მოედანზე დააპატიმრა. ინციდენტი "რაგატა ბრაზილისა" და "სენტრო სპორტივო ალაგოანოს" შეხვედრაზე მოხდა. წაგებული გუნდის ფეხბურთელებმა ანგარიშის გასწორება არბიტრებთან სცადეს. განსაკუთრებული აგრესიით მსაჯების მიმართ ნეგუ გამოირჩეოდა, რის გამოც ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათში ფეხბურთელი გაათავისუფლეს, თუმცა როგორც კლუბის ხელმძღვანელობა ირწმუნება, სამართალდამცავები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.