კვირას, 5 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში ოფიციალურად იხსნება. რბოლები გაიმართება ხუთ სხვადასხვა კლასში: BMW Compact Cup, ფორმულა, ლეგენდა, ჰონდას თასი და მოტოციკლები. BMW Compact Cup-ის გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“ და „შელის“ საავტომობილო ზეთები, რომელმაც საუკეთესო პილოტებისთვის საპრიზო ფონდი დააწესა.
სეზონის გახსნა მოხდება 14:00 საათზე და სხვადასხვა კლასის რბოლები საღამომდე გაგრძელდება. რბოლაში მონაწილეობას ჯამში სამოცდაათამდე სპორტსმენი იღებს. უპრეცენდენტოდ მაღალია BMW Compact Cup-ზე მონაწილე ავტომობილების რიცხვი.
2015 წლიდან BMW რეკომენდაციას უწევს შელს. იგი წარმოადგენს BMW-ს ოფიციალურ გლობალურ პარტნიორს მსოფლიოს 140–ზე მეტ ქვეყანაში. აღნიშნული პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ შელი აწარმოებს BMW-სა და MINI -ს ორიგინალ ძრავის ზეთებს. პროდუქტი პასუხობს BMW-ს უახლეს მოთხოვნებსა და სპეციფიკაციებს.
შელი (Royal Dutch Shell) - არის ბრიტანულ-ჰოლანდიური ენერგო და ნავთობ პროდუქტების როგორც მომპოვებელი, ასევე მწარმოებელი მსოფლიო გიგანტი. იგი ამზადებს და აწვდის ზეთებსა და საცხებ-საპოხ მასალებს BMW-ს 3,500-ზე მეტ დილერს მსოფლიოს მასშტაბით. მას გააჩნია გლობალური საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება ავტომობილების მწარმოებელ, მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ცნობილ ისეთ ბრენდებთან როგორიცაა: Ferrari, SUZUKI, Hyundai, Maserati, KIA, BMW, Ducati, Mercedes, Scania და MAN.