დღეს, 20 აპრილს, ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი მესამედ გაიმართება. აუქციონი ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გამოაცხადა.
აუქციონზე 1 000 000 მ3 მოცულობის გაზი გაიყიდება. გაზის მიწოდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე სოფელი პატარძეულში არსებულ საზომ პუნქტში განხორციელდება. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა 1 000 მ3 გაზზე 205 აშშ დოლარად გაიმართება.
აუქციონში ის მონაწილე გაიმარჯვებს, რომელიც 1 000 მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს შესთავაზებს.
გაზის გაყიდვაზე პირველი და მეორე აუქციონი განცხადებების არარსებობის გამო ჩაიშალა.