დღეს, 20 აპრილს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი და FAO-ს რეგიონული წარმომადგენელი ევროპაში ფერნანდა გუერიერი ჩარჩო-შეთანხმებას "გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის საშუალოვადიან თანამშრომლობაზე 2010-2015 წლებში" მოაწერენ ხელს.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას.