"საქართველოს ბანკი~ მოხმარებლებს იპოთეკურ სესხებზე სიახლეს სთავაზობს.
სპეციალური შეთავაზებასთან დაკავშირებით ~საქართველოს ბანკის~ წარმომადგენლები 20 აპრილს სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც დაგეგმილი სიახლეების დეტალები გახდება ცნობილი.
~საქართველოს ბანკმა~ იპოთეკურ სესხებზე განახლებული პირობები მომხმარებელს აპრილიდან უკვე შესთვაზა. კერძოდ, მომხმარებელი, რომელიც იპოთეკურ სესხს 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე აიღებს, ~საქართველოს ბანკიდან~ დამატებით საჩუქრად მიიღებს სესხის ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე, მომხმარებელი არ გადაიხდის სესხის გაცემის საკომისიოს, ბანკი აანაზღაურებს საჯარო რეესტრისა და ნოტარიულ ხარჯებს.
სესხის განაკვეთი 15 პროცენტიდან იწყება, მისი მაქსიმალური ვადა კი 10 წელს შეადგენს.