მთავრობის პროგნოზით, საგადასახადო შემოსავლები 2010 წელს, 2009-სთან შედარებით, 5.3 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების ოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვებელს 13 პროცენტით აღემატება. მასში დამატებითი ღირებულების გადასახადის წილი 44 პროცენტს შეადგენს.
2009 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 4.2 მლრდ ლარი, შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებლებზე 8.4 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2007 წელზე - 11.5 პროცენტით მეტი.
ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების გასულ წელთან შედარებით, 220.5 მლნ ლარით ზრდას ვარაუდობს.