ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი სერვისის, საგადასახადო კოდექსის ვიდეოგანმარტებების ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაესწრნენ.
ახალი სერვისით სარგებლობის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მთაწმინდა-კრწანისის მომსახურების ცენტრში სპეციალური Desktop-კომპიუტერი დაამონტაჟა, რომლის მეშვეობითაც გადამხდელები საგადასახადო კოდექსის განმარტების ვიდეოვერსიას მოისმენენ.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სერვისი გადამხდელებს საგადასახადო კოდექსის გაგებას გაუმარტივებს.
~ამ ეტაპზე, კოდექსის 20 მუხლზე არსებობს ვიდეოგანმარტება, შემდგომში კი მთელი კოდექსის განმარტება მოხდება. ახალი სერვისის საშუალებით, ყველა იმ კითხვას შეიძლება გაეცეს პასუხი, რომელიც გადამხდელისთვის საინტერესოა~, - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
განმარტების მოსმენა შესაძლებელია გადასახადი განაკვეთებთან, გადასახადისგან გათავისუფლებასთან, ანგარიშგების წესთან და სხვა თემებთან დაკავშირებით.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი კომპიუტერი ეტაპობრივად ყველა მომსახურების ცენტრში დაიდგმევა.
ელექტრონული ვიდეოკოდექსი ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზედაცაა განთავსებული.