ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის შახტარის ფეხბურთელს, ლუკას ფერნანდოს 6 თვეში 2 მანქანა მოპარეს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი "სპორტი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი შეკრებაზე იმყოფებოდა, უკან დაბრუნებულს კი მანქანა აღარ დახვდა. ამჯერად მას თეთრი ღანგე ღოვერ მოპარეს, 6 თვის წინ კი მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან შავი ღანგე ღოვერ გაუჩინარდა. საომარი მოქმედებების გამო შახტარი მთელი შემადგენლობით კიევში გადაიყვანეს, საშინაო შეხვედრებს კი დონეცკელები ლვოვში მართავენ.