შესრულდება თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამსტერდამის მიმართულებით დაგეგმილი ავიერესი, ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ თბილისის საერთაშორისო ეროპორტში განუცხადეს.
როგორც აეროპორტში აღნიშნავენ, დღეს შესრულდება ბაქოს, კიევის, სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი რეისები.
ავიაკომპანია ~აირზენა~ კი ევროპული მხარიდან ამსტერდამი მიმართულებით რეისის შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობას ამ დრომდე ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის ღრუბელი უკვე კავკასიონის ქედის გასწვრივ მოძრაობს. გუშინ კი, მცირე ხნით აფხაზეთის თავზედაც შეინიშნებოდა.
ფერფლის ღუბელის შედეგად ევროპაში ფრენები ოთხი დღეა უკვე პარალიზებულია, შესაბამისად, ავიარეისები ევროპის მიმართულებით ვერც თბილისიდან ხორციელდება.
შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში ევროპის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გაიხსნას.
ფრენების შეფერხების გამო, ავიაკომპანიების ზარალი, რომლებიც ევროპაში დაფრინავენ, მილიონობით ევროს აღწევს.