მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა. ბელგიელი სტივ დარსისი მან ადვილად დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა და სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:0, 7:5 დასრულდა. შემდეგ შეხვედრას ჯოკოვიჩი უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან გამართავს. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,3 მილიონ დოლარს შეადგენს.