მასშტაბური ავტოკატასტროფა ბუდაპეშტში. ევროპის 2016 წლის შესარჩევი მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრების 3 ფეხბურთელი აეროპორტის ტრასაზე ავარიაში მოყვა. ინციდენტის შედეგად ვანგელის მორასი, პანაიოტის ტახციდისი და იოანის ფეტფაციდისი მძიმედ დაშავდნენ. ავტოკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად ბერძენი ფეხბურთელები ბუდაპეშტის კლინიკაში იმყოფებიან.