პოლონეთში გამართულ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გაბოძე გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში სომეხი მოჭიდავე სარგის კოჩარიანი დაამარცხა. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე 20 წლამდელთა ნაკრებმაც.