მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი მაიამის ღია პირველობას გამოეთიშა. ესპანელმა ტურნირის მესამე წრეზე თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო. შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთში ნადალის დამარცხებით 4:6, 6:2, 3:6 დასრულდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,3 მილიონ დოლარს შეადგენს.