საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დღეს აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 8 ლიცენზია გაიყიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე კონკურენცია მხოლოდ ერთ ობიექტზე დაფიქსირდა - წალკაში, სოფელ როდიონოვკას (ფარავანი) ტერიტორიაზე "თაფარავნის" ღორღის გამოვლინების ლიცენზიაზე. ობიექტის გასაყიდი ფასი 11 000 ლარი იყო, მისი ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონში 3 პრეტენდენტი მონაწილეობდა, საბოლოოდ ობიექტის ლიცენზია შპს "მეეკი"-მ 501 000 ლარად შეიძინა.
აუქციონი სულ 9 ობიექტის ლიცენზიაზე იყო გამოცხადებული, 1 ლიცენზიაზე კი, სამინისტროში განაცხადი არ ყოფილა.