სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ნიკარაგუას მეგობრობა საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართული არ არის.
"ჩვენ ვმეგობრობთ არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მშვიდობისათვის. ვწუხვარ, რომ საქართველო მტკივნეულად აღიქვამს აფხაზეთის მიმართ გადადგმულ ნებისმიერ პოზიტიურ ნაბიჯს", _ აცხადებს ღვინჯია.
მისივე თქმით, აფხაზეთი საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ყველა საპროტესტო განცხადებაზე კომენტარს რომ აკეთებდეს, მას "თავისი საქმის გასაკეთებლად დრო არ დარჩებოდა".
"ჩვენ რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ყველა საპროტესტო განცხადებაზე კომენტარს ვაკეთებდეთ, ჩვენი საქმის გასაკეთებლად დრო არ დაგვრჩებოდა. უბრალოდ, მოთბინებით უნდა აღვიჭურვოთ და საქართველოს დაუსრულებელ პროტესტებზე რეაგირება არ უნდა მოვახდინოთ", _ აცხადებს ღვინჯია.