დღეს, 29 მარტს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.
შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
შეგახსენებთ, რომ "ევრო 2016"-ის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთი მოგება აქვს და ის მეხუთე ადგილზეა.
გერმანიის ნაკრები ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე კი 10 ქულით პოლონეთის ნაკრებია.