სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ "ვლადისლავ არძინბას ხსოვნის უკვდავყოფისათვის" შესაბამისი დადგენილება მიიღო.
დადგენილების მიხედვით, ვლადისლავ არძინბას ძეგლი სოხუმის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანზე დაიდგმება. ამავე დადგენილების მიხედვით სოხუმის აეროპორტს ვლადისლავ არძინბას სახელი მიენიჭება. არძინბას სახელობის იქნება ასევე ერთი ქუჩა სოხუმში.
ამას გარდა, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას თქმით, ამ ღონისძიებებით არძინბას ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებები დასრულებული არ არის.
"14 მაისამდე (არძინბას დაბადების დღე) არძინბას ხსოვნის უკვდავყოფის კომისიას კიდევ რამდენიმე სხდომას ჩაატარებს და მასზე ამ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", _ აცხადებს სერგეი შამბა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა მიმდინარე წლის 4 მარტს გარდაიცვალა.