მსოფლიოს მეორე ჩოგანი მაიამის ღია პირველობას გამოეთიშა. ყველასათვის მოულოდნელად შარაპოვამ 21 წლის თანამემამულე დარია გავრილოვასთან წააგო. შეხვედრა 49-ე ადგილზე განთესილი ჩოგბურთელის გამარჯვებით, ანგარიშით 6:7 (4:7), 3:6 დასრულდა, რის შედეგადაც შარაპოვა ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა. "ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა. 12 წლის ვიყავი, როდესაც ვნახე, თუ როგორ მოუგო მარია შარაპოვამ უიმბლდონზე სერენა უილიამსს და ვუთხარი ჩემს თავს, რომ ოდესმე მარიას აუცილებლად მოვუგებდი,"-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრილოვამ.