სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საბანკო ზედამხედველობის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საბანკო ზედამხედველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება აღნიშნულ ქვეყნებში ფინანსური კრიზისისის დროს გადადგმული ნაბიჯები და ის შედეგები, რაც გატარებულ პოლიტიკას მოჰყვა.
"საქართველოში საბანკო ზედამხედველობა მკაცრი იყო და აღმოჩნდა რომ აღნიშნული მკაცრი ზედამხედველობა ქვეყნის ეკონომიკას და საბანკო სექტორს წაადგა. სწორედ ამ გამოცდილებას გავუზუარებთ კოლეგებს. ზედამხედველობა იქნება მკაცრი ბუმის პერიოდში და კრიზისის შემდეგ პერიოდში შერბილდება, რაც საბანკო სექტორის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოგს", - განაცხადა მესტვირიშვილმა.
შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ეროვნუილ ბანკის ორგანიზებით მიმდინარეობს და იგი დახურულ ფორმატში იმართება.