არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერმა ამხანაგური თამაშის წინ ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესიმ მადრიდის რეალთან შეხვედრისას ტრავმა მიიღო, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა. არგენტინის ნაკრები დღეს ამხანაგურ შეხვედრას სალვადორის ნაკრებთან გამართავს, 3 დღის შემდეგ კი არგენტინელები მეორე ამხანაგურ მატჩში ეკვადორს დაუპირისპირდებიან.