ნიკარაგუა მსოფლიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოტი" ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრ სამუელ სანტოს ლოპესზე დაყრდნობით იუწყება.
"მათი აღიარება სამართლიანია, რადგან მათ უმდიდრესი ისტორია აქვთ და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ", - აღნიშნა ლოპესმა და აქვე დასძინა, რომ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ე.წ. სახელმწიფოების მოსახლეობისთვის მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო.
შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუას დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასულ კვირაში იმყოფებოდა.