ყატარს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) მხირდან ნავთობის მიწოდების შემცირება საჭიროდ არ მიაჩნია. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა აბდალლა ალ-ატტიიამ განაცხადა.
იგი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი მატება ბაზარზე ნავთობის მიწოდების ოდენობას არ უკავშირდება.
~ნავთობის მიწოდების შემცირება საჭირო არ არის. ნედლეულის მწარმოებლების მიერ დარეზერვირებული ნავთობის ოდენობა დღეისთვის ოპტიმალურ დონეზეა", - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მისი აზრით აუცილებელი არ არის ნავთობის ფასთან დაკავშირებით ოპეკის წევრი ქვეყნების რიგგარეშე შეხვედრის მოწყობაც.