4 მაისიდან სეპარატისტულ აფხაზეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება. გაწვევა 30 ივნისს დასრულდება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარიატმა გაწვევა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ბრძანებულების თანახმად უნდა განახორციელოს.
"თუკი ადრე რესპუბლიკის გამწვევი მედკომისია ფორმირებული იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო რაონულები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამჟამად გამოცემული ბრძანების შესაბამისად ყველა სამედიცინო კომისიის ფორმირება ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იქნება", _ იუწყება აფხაზური მხარე.