უეფას ვიცე-პრეზიდენტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკრაინის მიერ ბოიკოტის გამოცხადება მისაღებია. ამის შესახებ გრიგორის სურკისმა NBC Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ბოიკოტი უკრაინის მხრიდან ჩემთვის სრულიად გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ზარალდება და იტანჯება კონფლიქტის გამო უკრაინაში ათასობით ადამიანი,“-აღნიშნა სურკისმა. 2018 წლის მუნდიალი რუსეთში უნდა გაიმართოს. ჩემპიონატის ბოიკოტირებისკენ ცივილიზებულ მსოფლიოს უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა.