ლეონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდუს კიდევ ერთი მაჩვენებლით გაუსწრო. არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსას ლიდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აღიარეს. მისმა წლიურმა შემოსავალმა 65 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში 54 მილიონით რონალდუა, მესამე პოზიციას კი ნეიმარი იკავებს.