საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ქართველებმა მალტა ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის 83-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გახსნა, მსაჯის მიერ დამატებული დროის მეორე წუთზე კი მეტოქის კარში ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. 29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.