საქართველოში მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, სულ 3 523 563 სადებეტო პლასტიკური ბარათია მიმოქცევაში.
ეროვნული ბანკის მონაცამებით, აქედან 2 896 816 ცალი VIშA ტიპის პლასტიკური ბარათია, ხოლო 394 559 ცალი - ევროქარდ/მასტერქარდი.
რაც შეეხება ოპერაციებს, მარტში საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკური ბარათებით სულ 3 058 281 ერთეული, 425 685 000 ლარის მოცულობის ოპერაცია განხორციელდა.
მიმდინარე წლის თებერვალში მიმოქცევაში სულ 3 502 177 ბარათი იყო, ხოლო გასული წლის მარტში 2 989 236 ბარათი.