ლონდონური ჩელსის ფანები ინგლისში ყველაზე რასისტ გულშემატკივრებად აღიარეს. "დეილი მირორის" ინფორმაციით, ინგლისურ ფეხბურთში 2012 წელს 350-ზე მეტი რასისტული ინციდენტი გამოვლინდა. მეორე ადგილზე რასიზმის მაჩვენებლით მანჩესტერ იუნაიტეტის ფანები მოხვდნენ, მესამე პოზიციას კი უარყოფითი სტატისტიკით ლიდს იუნაიტეტი იკავებს. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი პარიზში 17 თებერვალს მოხდა, როდესაც ჩელსის ფანებმა მეტროს ვაგონში ფერადკანიანი მამაკაცი არ შეუშვეს და მთელი ხმით სკანდირებდნენ, რომ რასისტები იყვნენ.