საქართველო-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება.
წლის პირველ ოფიციალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა “დინამო არენის” სალაროებში ყოველდღე, 11:00- დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ბილეთის ფასი – 10, 15, 20 და 30 ლარია.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩი 29 მარტს “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება